დუშანბეს გრანდ სლემზე დღეს ძიუდოისტები 73-81 კგ წონით კატეგორიებში ასპარეზობენ.
81 კგ წონით კატეგორიაში კოტე კაპანაძემ ტაჯიკი მუჰამად იუსუფზოდას და უზბეკი სუხრობ ტურსუნოვის დამარცხების შემდეგ მსოფლიო რეიტინგში მე-6 ადგილზე მყოფ ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვთან წააგო ნახევარფინალში, ბრინჯაოს მედლისთვის კი აზერბაიჯანელ სულეიმან შუქუროვს სძლია.
ამავე წონაში ალექსანდრე ლოლაძემ ჩინელ იუსიუ იუსიუსთან წააგო, 73კგ წონაში კი გიორგი ტერაშვილი უზბეკ ხოჯიაკბარ ტოშევთან დამარცხდა.