დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმულ ცეკვებში 85,23 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 123,44 , ორი პროგრამის ჯამში კი 208,67 ქულა მოიპოვა და ტურნირ „თრიალეთის თასის“ გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.




