უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალის ბოლო ორი განმეორებით შეხვედრა გაიმართა
„სიგნალ იდუნა პარკზე" დორტმუნდის „ბორუსია" პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტის" მასპინძლობდა. პირველ შეხვედრაში მანჩესტერში მინიმალური სხვაობით დამარცხებულ დორტმუნდელებს ორი მატჩის ჯამში გამარჯვების არცთუ ურიგო შანსები ჰქონდათ და პირველი ტაიმის უკვე მე-15 წუთზე მათ ეს დაამტკიცეს. ინგლისელები დორტმუნდელთა ინგლისელმა ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა ერლინ ჰოლანის მიერ წამოწყებული კომბინაციის შემდეგ დაამწუხრა - 1:0. შეხვედრის მე-2 ნახევრის დაწყებიდან 7 წუთი იყო გასული, როდესაც ფოდენის მიერ საჯარომოში ჩაწოდებულ ბურთზე ემრე ჯანის მიერ თავით თამაშის შემდეგ ბურთი მასვე მოხვდა ხელზე და ვიდოთი მომენტის განმეორებით ნახვის შემდეგ მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა. რიად მარეზის დარტყმა ზუსტი გამოდგა და 56-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა - 1:1. 75-ე წუთზე ფილ ფოდენმა თავად აიღო დორტმუნდელთა კარი - 1:2. შეხვედრის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, მანჩესტერელებმა მეორე თამაშიც 2:1 მოიგეს და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. კიდევ ერთმეოთხედფინალურ შეხვედრაში ლივერპულის „ლივერპული" მადრიდის „რეალთან" თამაშობდა. პირველ შეხვედრა „რეალს" 3:1 ჰქონდა მოგებული და "ლივერპულსს" სულ მცირე ორი გოლის გატანა ესაჭიროებოდა, მან კი ვერცერთი ვერ გაიტანა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და ნახევარფინალში „რეალი" გავიდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ -ჟერმენი"  „მანჩესტერ სიტის",  ხოლო „ჩელსი" კი „რეალს" შეხვდება.