რუმინეთის ქალაქ მამაიაში მიმდინარე ჭადრაკში ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე 14 წლის ასაკის გოგონათა შორის გამარჯვებული გამოვლინდა

დასკვნით ტურში პირველ-მეორე ადგილზე მყოფი კესარია მგელაძის და ანასტასია კირთაძის შეხვედრა ყაიმით დასრულდა და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი კესარია მგელაძე გახდა.

7-7 ქულა დააგროვეს მარიამ ცეცხლაძემ, სოფია მოსკალეცმა და  ანასტასია კირთაძემ. უკეთესი დამატებით მაჩვენებლით ვერცხლი მარიამ ცეცხლაძეხ ხვდა წილად, ბრინჯაოს მედალი კი უკრაინელმა მოჭადრაკემ მოიპოვა.