ბუნდესლიგაში ოცდამერვე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ მიოხენგლადბახში შეხვედრა 2:2 დაასრულა.

ბუდუ ზივზივაძე (Flashscore - 6,7) სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს

„ბორუსია“ მიოხენგლადბახი - „ჰაიდებჰაიმი“ 2:2(1:1)
გოლები: 16' ვაელ მოჰია 1:0, 26' პატრიკ მაინკა 1:1,  63' მარნონ  ბუში 1:2, 74' ფრენკ ჰონორა 2:2

გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ სახლში „აუგსბურგთან 1:1 ითამაშა.

გიორგი გოჩოლეიშვილი (Flashscore - 6,7) 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

„ჰამბურგი“ - „აუგსბურგი“ 1:1(0:1)
გოლები: 28' არტურ ჩავესი 0:1, 60' რანსფორდ კონიგსდორფერი 1:1
გაძევება: 64' მირო მუჰაიმი („ჰამბურგი", წითელი ბარათი)