ბუდაპეშტში დასრულდა ასპარეზობა თავისუფალი და კლასიკური სტილით მოჭიდავეები იმრე პოლიაკის და იანოშ ვარგას სახელობის სარეიტინგო ტურნირზე

60 კგ წონით კატეგორიაში ფრიდონ აბულაძემ მეოთხედფინალში ირანელი ამირრეზა მოჰამადრეზა დეჰბოზორგი 4:0, ნახევარფინალში კი ალჟირელ აბდელკამიდ ფერგატს 9:0 მოუგო.

ფინალურ შეხვედრაში ფრიდონ აბულაძემ ირანელი მეჰდი სეიფოლა მოჰსენ ნეჯადი 6:5 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

67 კგ წონაში ლერი აბულაძემ მეოთხედფინალში ეკვადორელი ანდრეს რობერტო მონტანო აროიო 10:0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ირანელ მოჰამედრეზა აბდოჰამიდ გერაის 6:1 სძლია.

ფინალური შეხვედრა ლერი აბულაძემ კუბელ ლუის ალბერტო ორტა სანჩესთან 0:4 წააგო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ამავე წონაში ხეცურიანი ფრანგ მამადასა სილასთან 1:1-ზე დამარცხდა.

82 კგ წონაში გელა ბოლქვაძემ მეოთხედფინალში ხორვატიელი კარლო კოდრიჩი 3:3-ზე დაამარცხა, ნახევარფინალში კი ამერიკელ სპენსერ ვუდსს 9:0 სძლია.ფინალური შეხვედრა გელა ბოლქვაძემ უნგრელ ერიკ ჟილვასისთან 1:3 წააგო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

+130 კგ წონაში იაკობ ქაჯაიამ მეოთხედფინალში უნფგრელი დარიუს ატილა ვიტეკი 10:1 დაამარცხა, ნახევარფინალში კორეელ სინჩან ლის 5:1 სძლია, ფინალი კი ირანელ ჰედაიატ ფარდინ შაბატთან 0:5 დათმო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

55 კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ ბრაზილიელი მარატ გარიპოვი 9:0 დაამარცხა და აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან 0:8, ირანელ პოა სულატ დად მარაზთან 4:6 დამარცხდა და ოთხ მონაწილეს შორის მესამე იყო.

97 კგ წონაში გიორგი მელიამ საკვალიფიკაციო წრეში ეგვიპტელი მოჰამედ ალი ელსაედ გაბრი 5:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში კორეელ სინჯუნ კიმს სუფთად მოუგო, ნახევარფინალში კი ირანელ მოჰამედჰადი აბდოლაჰ სარავისთან 1:6 დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გიორგი მელიამ 11:4 დაამარცხა ამერიკელი რაო იოზეფ პატრიკი.

72 კგ წონაში შმაგი ბოლქვაძემ საკვალიფიკაციო წრეში უნგრელი ადამ პოჰილეკი 7:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ამერიკელ ალეხანდრო სანჩოსთან 3:2 გაიმარჯვა.

ნახევარფინალში შმაგი ბოლქვაძე აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვთან 1:7 დამარცხდა, მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლა კი ირანელ სეიედ დანიალ სეიედ შამსოლა სოჰრაბისთან 3:7 დათმო.

77 კგ წონაში იური ლომაძე მერვედფინალში 0:6 დამარცხდა იაპონელ ნაო კუსაკასთან, რეპეშაჟში კი აშკარა უპირატესობით, 10:0 მოუგო ალჟირელ აბდეკრიმ უაკალს, მაგრამ ირანელ მოჰამად რეზა ჰოჯატოლაჰ მოხტარისთან 4:10-ზე სუფთად დამარცხდა.

87 კგ წონის საკვალიფიკაციო წრეში აივენგო რიკაძემ გურამ ხეცურიანი 10:0 დაამარცხა, მერვედფინალში 2:2-ზე ბულგარელ სემიონ სემიონოვთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ტრავმის გამო არ გავიდა საჭიდაოდ ალჟირელ ბაშირ სიდ აზარასთან და სუფთა წაგება ჩაეთვალა.

ამავე წონაში კიდევ ერთმა ქართველმა მოჭიდავემ, თორნიკე ძამაშვილმა ტრავმის გამო ვერ შეძლო ირანელ მოჰამადჰოსეინ ებრაჰიმ მაჰმუდთან და სუფთა დამარცხება ჩაეთვალა.

63 კგ წონაში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავდა.

ამრიგად, ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ირანის ნაკრებს 36 ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა.



შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებამდე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, რომლებიც ცხრა წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ, ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.