ბუდაპეშტში, ლასლო პაპის სახელობის სპორტულ არენაზე მიმდინარე ძიუდოში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს ტატამზე 57 კგ წონითი კატეგორიის ქალები და 73 კგ წონითი კატეგორიის კაცები გამოდიან.
სენსაციურად დაიწყო შეჯიბრება კაცთა 73 კგ კატეგორიაში, სადაც ოქროს მედლის უპირველესმა ფავორიტმა, პარიზის ოლიმპიური თამაშების და გასული წლის მსოფლიო ჩემპიონმა, აზერბაიჯანელმა ჰიდაიატ ჰეიდაროვმა საწყის შეხვედრაში განიცადა მარცხი და ასპარეზობას გამოეთიშა.
აღსანიშნავია, რომ ჰიდაიატ ჰეიდაროვს 2024 წლიდან დღემდე არცერთი შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული.
სენსაციის ავტორმა, პორტუგალიელმა ოთარ კვანტიძემ ჰეიდაროვი იუკოთი დაამარცხა.
ოთარ კვანტიძემ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის შეჯიბრების შედეგების ჩანაწერების თანახმად, საქართველოში ბოლოს იასპარეზა უმცროსი ასაკის ჭაბუკების ჩემპიონატზე, 2018 წლის თებერვალში, სადაც ის მეშვიდე იყო 50 კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენთა შორის.