ბუდაპეშტში, ლასლო პაპის სახელობის სპორტულ არენაზე მიმდინარე ძიუდოში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, გრძელდება შეხვედრები 57 კგ წონითი კატეგორიის ქალებს და 73 კგ წონითი კატეგორიის კაცებს შორის.

ქალთა 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპატელიანმა პირველი შეხვედრა კორეელი ჯუჰი კიმს იპონით მოუგო. მისი მომდევნო მეტოქე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსი დარია კურბონმამადოვა იქნება.

ამავე წონაში ნინო ლოლაძემ შვეიცარიელ ბინტა ბდაიესთან ბოლო წამზე წააგო იპონით და ასპარეზობას გამოეთიშა.

73 კგ წონაში ლაშა შავდათუაშვილმა პირველი შეხვედრა ოქროს დროში შესრულებული ლამაზი გდებით მოუგო ბულგარელ მარკ ჰრისტოვს, მეორე შეხვედრაში კი ოქროს დროში აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევთან ერთდროულად მიღებული შიდო მისთვის მესამე და საბოლოო აღმოჩნდა და იგი ასპარეზობას გამოეთიშა.