ამ წუთას დამთავრდა ბორჯღალოსნებსა და რუმინელებს შორის მატჩი.
ქართველმა ბორჯღალოსნებმა, რუმინელები ანგარიშით 15:6 დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის(ყოფილი ერთა თასი) გამარჯვებულებიც გახდნენ.
მატჩში არცერთ გუნდს ლელო არ დაუდია, თუმცა მერაბ კვირიკაშვილი ამჯერადაც 100%-იანი იყო და 5-ვე ჯარიმა ზუსტად შეასრულა.
რაგბი ევროპის ჩემოიონატის თასთან ერთად, ბორჯღალოსნებმა "ანთიმოზ ივერიელის" თასიც მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა მორაგბეებმა ჩემპიონატი წაუგებლად ჩაატარეს.
მსოფლიო რაგბის რეიტინგში კი ერთი საფეხურით დავწინაურდით, იტალიელებს გავასწარით და მე-14 პოზიცია დავიკავეთ.
ბორჯღალოსნების შემადგენლობა კი ასეთი გახლდათ:
უკანა ხაზი: მერაბ კვირიკაშვილი, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა, ლაშა მალაღურაძე, ვასილ ლობჟანიძე.
შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი, დავით ზირაქაშვილი, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, შალვა სუთიაშვილი^კაპ, გიორგი თხილაიშვილი, მამუკა გორგოძე.
მარქაფა: გიორგი აფციაური, გიორგი ბეგაძე, ზურაბ ჟვანია, კახა ასიეშვილი, ლევან ჩილაჩავა, ლევან დათუნაშვილი, ლაშა ლომიძე, ბექა ბიწაძე.