სიეტლში, „ლუმენ ფილდზე“, G ჯგუფის გუნდები ჩაებნენ ასპარეზობაში.
ეგვიპტის და ბელგიის ნაკრები გუნდების სანახაობრივად საინტერესო შეხვედრაში ორივე მხარეს შეიძლებოდა დარჩენოდა გამარჯვება. თუმცა, როგორც ერთმა, ისე მეორე გუნდმა, მხოლოდ ერთხელ შეძლო მოწინააღმდეგის კარის აღება. პირველად ეს ეგვიპტელებმა შეძლეს შეხვედრის მე-19 წუთზე, ბელგიელებმა კი საპასუხო გოლი 66-ე წუთზე გაიტანეს.
ეგვიპტე - ბელგია 1:1(1:0)
გოლები: 19' აშური 1:0, 66' მუჰამედ ჰანი, საკუარ კარში 1:1
ამავე ჯგუფში მყოფი ირანის და ახალი ზელანდიის ნაკრები გუნდების შეხვედრა ლოს ანჯელესში (ინგლვუდში), „სოუ ფაი სტედიუმზე“, რამდენიმე საათში დაიწყება




