ამის შესახებ ბელგიური გამოცემა De Morgen-ი წერს.

ჯერემი დოკუმ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ბელგიის ნაკრები დატოვა. ის ლონდონში გაფრინდა, სადაც მეუღლის, შირენის მშობიარობას დაესწრო. ახალშობილ ვაჟს - თავიანთ პირველ შვილს - წყვილმა პრეისი დაარქვა.

ირანთან მატჩში ჯერემი რადგან ვირუსის შეყრის და მკურნალობის შემდეგ ჯერ კიდევ სუსტად იყო. თუმცა, როდესაც მან შეიტყო, რომ მეუღლეს უნდა ემშობიარა, დაუყოვნებლივ მიიღო გადაწყვეტილება ლონდონში გაფრენილიყო.

რადგან ის რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობას გადიოდა, მან უსაფრთხოდ შეძლო გაფრენა და ამ განსაკუთრებული მომენტში ოჯახთან ერთად ყოფნა, - გაფრენა“, - განაცხადა ბელგიის ეროვნული ნაკრების ექიმმა და დასძინა, რომ ფეხბურთელს თან ახლდა „წითელი ეშმაკების“ სამედიცინო ჯგუფის წევრი, მშობიარობამ შეუფერხებლად ჩაიარა და დედა, მამა და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ. დოკუ, სავარაუდოდ, სამშაბათს საღამოს, ადგილობრივი დროით სიეტლში დაბრუნდება გუნდში.

„მანჩესტერ სიტის“ ვინგერმა კვირას, ლოს-ანჯელესში, ბელგია-ირანის მატჩი (0-0) გამოტოვა.

„არ მინდა, რომ ფეხბურთელებმა ითამაშონ, თუ ისინი ჯანმრთელობის გამო ფორმაში არ არიან. რა თქმა უნდა, შემიძლია მათი თამაში დავავალო მაშინაც კი, თუ ისინი სრულად ფორმაში არ არიან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ისინი 100%-იან ფორმას დაუბრუნდნენ“, - განმარტა ბელგიის მწვრთნელმა რუდი გარსიამ.

ბელგიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ორჯერ ითამაშა ფრედ: 1-1 ეგვიპტესთან და 0-0 ირანთან. ისინი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ახალ ზელანდიას პარასკევს, კანადის ქალაქ ვანკუვერში დაუპირისპირდებიან.