ბათუმში, ჩელენჯერის სერიის ტურნირზე, „თრიალეთის თასი“, დასრულდა ასპარეზობა ყინულზე ცეკვაში და კაცებს შორის.

დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა, რომელიც რიტმული ცეკვის შემდეგ 85,12 ქულით ლიდერობდა, თავისუფალი სტილით ცეკვაში ასევე პირველი ადგილი დაიკავა და ორი დისციპლინის ჯამში 30,14 ქულით აჯობა მეორე ადგილზე გასულ წყვილს.

კაცთა ინდივიდუალურ ასპარეზობაში ნიკა ეგაძემ 93,8 ქულით სავალდებულო პროგრამით, ხოლო 168,85 თავისუფალი სტილით ასპარეზობა მოიგო.






მოამზადა რაულ კაპანაძემ