მილანში დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მეორე შეხვედრა „ინტერს“ და „ბარსელონას“ შორის. 

„ჯუზეპე მეაცაზე“ გამართული შეხვედრა ამ გუნდებს შორის ერთი კვირის წინ „ლუის კომპანისზე“გამართული პირველი ნახევარფინალური მატჩის მსგავსად უხვგოლიანი გამოდგა. 

მასპინძლები პირველ ტაიმში 2:0 დაწინაურდნენ, მეორე ტაიმის მიწურულს კი უკვე „ბარსელონა“ გავიდა წინ.

კომპენსირებული დროის მესამე წუთზე „ინტერმა“ ანგარიში გაათანაბრა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა.

შეხვედრის 99-ე წუთზე დავიდე ფრატეზიმ მეოთხე გოლი გაიტანა სტუმრების კარში და საბოლოო ანგარიში დაფიქსირა.

„ინტერი“ - „ბარსელონა“  დ.დ. 4:3(3:3, 2:0) პირველი მატჩი 3:3
გოლები: 21' ლაუტაროი მარტინესი 1:0, 45+1' ჰაკან ჩალჰანოღლუ, თერთმეტმეტრიანიდან 2:0, 54' ერიკ გარსია 2:1, 60' დანი ოლმო 2:2, 87' რაფინია 2:3, 90+3' ფრანჩესკო აჩერბი 3:3, 99' დავიდე ფრატეზი 4:3


„ინტერი“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ და „არსენალს“ შორის ორი მატჩის ჯამში გამარჯვებულს შეხვდება. პირველი შეხვედრა ლონდონში პარიზელებმა მოიგეს, მეორე კი „პარკ დე პრანსზე“ ხვალ გაიმართება.