ბაკურიანში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც 9-დან 16 თებერვლამდე გაგრძელდება. შეჯიბრებას ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მოწყობილი თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს.
ფესტივალში სპორტის რვა სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიატლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი) მონაწილეობას 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მიიღებს.
გახსნის ცერემონიაზე სპორტსმენების ტრადიციული აღლუმი გაიმართა, მონაწილეებმა ოლიმპიური ფიცი დადეს, ღონისძიების ბოლოს კი ბაკურიანის ცენტრალურ პარკში ოლიმპიური ცეცხლი ქართველმა სამთო-მოთხილამურე ანასტასია მირიანაშვილმა აანთო და ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა.
საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიატლონი) რვა სპორტსმენი იასპარეზებს:
სამთო თხილამურობა
იასონ ვეზდენი, გიორგი ჯაფარიძე, ირაკლი ხერგიანი, გოგა გულედანი, ანასტასია მირიანაშვილი, ნელი უსტიმენკო
ფიგურული ციგურაობა
ინგა გურგენიძე
ბიატლონი
შიო ქუჩუკიანი
ქართველების გამოსვლის გრაფიკი:
10 თებერვალი
სამთო თხილამურობა (გიგნატური სლალომი – ბიჭები)
09:00 – 11:15 – I დაშვება
11:30 – 13:00 – II დაშვება
იასონ ვეზდენი, ირაკლი ხერგიანი, გიორგი ჯაფარიძე, გოგა გულედანი
10:00 – 11:15 ბიატლონი ( 12,5 კმ ინდივიდუალური რბოლა)
შიო ქუჩუკიანი
11 თებერვალი
სამთო თხილამურობა (გიგნატური სლალომი – გოგონები)
09:00 – 11:15 – I დაშვება
11:30 – 13:00 – II დაშვება
ანასტასია მირიანაშვილი, ნელი უსტიმენკო
12 თებერვალი
ფიგურული ციგურაობა (მოკლე პროგრამა – გოგონები)
14:00 – 18:00
ინგა გურგენიძე
13 თებერვალი
სამთო თხილამურობა (სლალომი – ბიჭები)
09:00 – 11:15 – I დაშვება
11:30 – 13:00 – II დაშვება
იასონ ვეზდენი, ირაკლი ხერგიანი, გიორგი ჯაფარიძე, გოგა გულედანი
ფიგურული ციგურაობა (თავისუფალი პროგრამა – გოგონები)
15:00 – 20:30
ინგა გურგენიძე
14 თებერვალი
სამთო თხილამურობა (სლალომი – გოგონები)
09:00 – 11:15 – I დაშვება
11:30 – 13:00 – II დაშვება
ანასტასია მირიანაშვილი, ნელი უსტიმენკო
ბიატლონი (7,5 კმ სპრინტი)
10:00 – 11:05
შიო ქუჩუკიანი
15 თებერვალი
სამთო თხილამურობა (პარალელური სლალომი – შერეული წყვილები)
09:00 – 13:00
16 თებერვალი
დახურვის ცერემონია
19:00
„ბაკურიანი 2025-ის“ ოფიციალური საიტი: https://bakuriani2025.sporteurope.org/