ბუნდესლიგაში ოცდამეცამეტე ტურის შეხვედრები დასრულდა.

ლევერკუზენის „ბაიერმა" გასვლით შეხვედრაში „ბოხუმს" ხუთი მშრალი გოლი გაუტანა და ზედიზედ წაუგებლად ნათამაშები მატჩების ფანტასტიკური რეკორდი 50-მდე გაზარდა.


მიუნხენის „ბაიერნმა" სახლში ვოლფსბურგს სძლია და მეორე ადგილისთვის ბრძოლაში კონკურენტს ბოლო ტურის წინ  ორი ქულით უსწრებს.