ბელგრადში, თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს ასპარეზობაში 57-74-79-92 კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები ჩაებნენ
74 კგ წონით კატეგორიაში წილისყრამ ავთანდილ კენჭაძეს საკვალიფიკაციო ეტაპზე ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი ზაურბეკ სიდაკოვი შეახვედრა.
დაძაბული შეხვედრა, რომლის ერთ მომენტშიც, 4-ქულიანი გდების და სიდაკოვის მწვრთნელის პროტესტის არდაკმაყოფილების შემდეგაც ქართველი მოჭიდავე 6:3 დაწინაურდა, საბოლოოდ ზაურბეკ სიდაკოვმა 7:6 მოიგო.
ავთანდილ კენჭაძე ბრინჯაოს მედლისთვის და ოლიმპიური საგზურისთვის ბრძოლას ზაურბეკ სიდაკოვის ფინალში გასვლის შემთხვევაში გააგრძელებს.
ამ დროისთვის დასრულებულია კიდევ ერთი შეხვედრა ქართველ მოჭიდავის მონაწილეობით:
57კგ რობერტ დინგაშვილი - ვლადიმირ ეგოროვი (მაკედონია) 2:4