უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალისტთა პირველი შეხვედრები დასრულდა.
მადრიდში, „მეტროპოლიტანოზე“, „ატლეტიკომ“ ლონდონის არსენალს უმასპინძლა.
მასპინძლებმა, რომლებსაც ინგლისის გუნდებთან ჩატარებული ბოლო ექვსი შეხვედრიდან 3 მოგებული, სამი კი ფრედ დასრულებული ჰქონდათ, პირველი ტაიმის მიწურულს თერთმეტმეტრიანი დარტყმიდან გაშვებული გოლს მეორე ტაიმის დაწყებიდან 11 წუთში ასევე თერთმეტმეტრიანიდან გატანილი გოლი უპასუხეს და შემდეგ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მომენტების ქონის მიუხედავად, გოლის გატანა ვეღარ შეძლეს.
„ატლეტიკო“ - „არსენალი“ 1:1(0:1)
გოლები: 44' ვიქტორ დიოკერესი, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 56' ხულიან ალვარესი, თერთეტმეტრიანიდან 1:1
განმეორებითი შეხვედრა ლონდონში 5 მაისს გაიმართება.




