ნიუ-იორკში დასრულდა აშშ-ის ღია პირველობა ჩოგბურთში კაცებს შორის.

აშშ-ის ღია პირველობის ფინალში მსოფლიო რეიტინგის სათავეში მყოფმა იიტალიელმა იანიკ სინერმა მასპინძელი, მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი ტეილორ ფრიცი 6:3, 6;4, 7:5 დაამარცხა. 


23 წლის იანიკ სინერმა კარიერაში მეორედ მოიგო დიდი სლემის ტურნირი მოიგო. პირველად მან ეს წლის დასაწყისში, ავსტრალიაში შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ქალთა შორის აშშ-ის ღია ტურნირის გამარჯვებული ბელარუსი არინა საბალენკა გახდა.