არინა საბალენკა აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.
ფინალურ შეხვედრაში არინა საბალენკამ ამერიკელ ჯესიკა პეგულას 7:5, 7:5 სძლია და ავსტრალიის დიდი სლემის ორგზის გამარჯვებულის ტიტულს აშშ-ის დიდი სლემის გამარჯვებულის ტიტული შემატა.
აღსანიშნავია, რომ ფინალური შეხვედრის წინ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ამერიკის დიდი სლემის მატჩებში არინა საბალენკას მარჯვენა ტოპ-სპინების (ქვემოდან ზემოთ დარტყმით ბურთის წინბრუნვით გაგზავნა) საშუალო სიჩქარე (80 მილი საათში) უფრო მეტი იყო, ვიდრე კარლოს ალკარასის (79 მილი საათში), იანიკ სინერის (78 მილი საათში) და ჯოვაკ ნოკოვიჩის (76 მილი საათში).
კაცთა შორის აშშ-ის 2024 წლის ღია პირველობის გამარჯვებული იტალიელი იანიკ სინერის და ამერიკელი ტეილორ ფრიცის შეხვედრაში გამოვლინდება