მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინასთან 76:95 დამარცხდა. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა პრესკონფერენციაზე მოკლე კომენტარი გააკეთა.
„გვქონდა არაერთი შეცდომა. მეც დავუშვი შეცდომა, არ მქონდა რეაქცია მსგავსი ტიპის თამაშისადმი. ვერ ვიგებდი, რას აკეთებდა მატჩის ზოგიერთი მონაწილე მეტოქის მხრიდან. თუმცა სხვა დროს, როცა მსგავს რამეს დავინახავ, აუცილებლად მექნება რეაქცია“.
შეგახსენებთ, რომ მატჩის მეორე პერიოდში უკრაინის ნაკრების კალათბურთელების პროვოკაციის შემდეგ ჩვენი გუნდის ლიდერი მარკის რიდი მეორე ტექნიკურით დაისაჯა და მოედანი ნაადრევად დატოვა.




