ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ასპარეზობა წლის მეორე სარეიტინგო ტურნირზე.
ტურნირის სტარტზე გამოსული 11 ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავიდან მედალი ოთხმა მოიპოვა
67 კგ წონაში დიეგო ჩხიკვაძემ ფინალში აზახ მეირჟან შერმახანბეტთან 1ლ5 წააგო და ვეცხლის მედალი მოიპოვა.
ამავე წონაში ჯონი ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა 2:1 მოუგო აზერბაიჯანელ მაჰამად შუხურზადეს.
72 კგ წონაში იური ლომაძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი რუსლან ნურულაევი 7:4 დაამარცხა.
87 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ლაშა გობაძემ 5:12 წააგო ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე რუს ალან ოსტაევთან დავერცხლის მედალი მოიპოვა.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მე-4 ადგილი დაიკავა.




