საუდის არაბეთის „ალ-ნასრიმ" ოფიციალურად განაცხადა კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტის დადების შესახებ, კრიშტიანუ რონალდუმ კი კლუბში გადასვლის სემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

მსოფლიოს უდიდესმა სპორტსმენმა „ალ-ნასრისთან" კონტრქატს ოფიციალურად მოაწერა, - ნათქვამია კლუბის მიერ თავის ოფიციალურ ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში. 

„მოხარული ვარ, რომ შევუერთდები ჩემს თანაგუნდელებს და მათტან ერთად დავეხმარები კლუბს  უფრო წარმატებული გახდეს", - ამბობს 37 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი საუდის არაბეთის კლუბში გადასვლის შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში.

სპორტულ საგენტოთა დიდი ნაწილის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუ ხელფასის სახით წელიწადში 75 მილიონ დოლარს მიიღებს ძირითადი ხელფასის სახით, ხოლო ბონუსების და სარეკლამო გადახდების შემდეგ  მთლიანი შემოსავალი დაახლოებით 200 მილიონი დოლარი იქნება.

რონალდუმ კლუბთან ორ-ნახევარ სეზონზე როგორც ფეხბურთელმა გააფორმა კონტრაქტი, 2025 წლიდან კი იგი ელჩის როლში დაეხმარება საუდის არაბეთს, რათა მან ეგვიპტესთან და საბერძნეთთან ერთად უმასპინძლოს 2030 წლის  მსოფლიო ჩემპიონატს.