სერბეთში, 23 წლამდე ასაკის თავისუფალი მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, დღეს 61-74-86-92-125 კგ წონითი კატეგორიების სპორტსმენები ჩაებნენ ასპარეზობაში, 57-65-70-79-97 კგ წონით კატეგორიებში კი მედლების მფლობელები გამოვლინდნენ.
57 კგ წონაში ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა 6:1 მოუგო ფრანგ რასულ გალბურაევს.
79 კგ წონაში გიორგი გოგრიჭიანმა დაძაბულ ორთაბრძოლაში 8:7 სძლია ბულგარელ ალექსანრ ვიარბიცკის და საქართველოს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
მესამე ბრინჯაოს მედალი საქართველოს 97 კგ წონის მოჭიდავემ, კონსტანტინე პეტრიაშვილმა მოუტანა. მან ბერძენი ნიკოლაოს კარავანოსი 4:0 დაამარცხა.
125 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა მოჭიდავემ, ალექსანდრე აბრამიშვილმა, მეოთხედფინალში უნგრელ მილან გელენთან მოგების (11:0) შემდეგ ნახევარფინალში 2:6 წააგო რუს ხაბიბ დავუდგაჯიევთან და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
74 კგ წონაში საბა კობახიძე მეოთხედფინალში ფრანგ იტაევთან 0:10 დამარცხდა და რეპეშაჟში გადავიდა.
61-86-92 კგ წონით კატეგორიებში ქართველი მოჭიდავეები ასპარეზობას გამოეთიშნენ.




