„როლან გაროსზე“ ქალთა შორის ასპარეზობა დასრულდა.
ჩოგბურთელ ქალთა შორის „როლან გაროსის“ ტურნირის ფინალში ერთმანეთს ბელორუსი არინა საბალენკა და ამერიკელი კოკო გაუფი შეხვდნენ. დღემდე ერთმანეთს შორის გამართული ათი შეხვედრის შემდეგ ანგარიში საყაიმო იყო.
დღევანდელი მატჩი კოკო გაუფის გამარჯვებით დასრულდა.
COCO GAUFF HAS DONE IT 🏆#RolandGarros pic.twitter.com/WUZFaCwXYk
— Roland-Garros (@rolandgarros) June 7, 2025
21 წლის კოკო გაუფს დღემდე მხოლოდ ერთი დიდი სლემის ტურნირი (აშშ-ის ღია პირველობა) ჰქონდა მოგებული.
კოკო გაუფი - არინა საბალენკა 6:7(5:7) 6:2, 6:4