21-წლამდელ ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე შეხვედრა სლოვაკეთის ქალაქ ჟილინაში საფრანგეთის ნაკრებთან გამართა

შეხვედრის პირველ ნახევარში ქართველი ფეხბურთელები თამაშის გამწვავებას არ ცდილობდნენ და შედარებით დაბალ ტემპში თამაშობდნენ, ფრანგები კი მთელ მოედანზე პრესინგს მიმართავდნენ და სწრაფ იერიშებს ახორციელებდნენ. ამასთან, ქართველი ფეხბურთელები ხშირად უშვებდნენ შეცდომებს და შედეგად მათ კართან სახიფათო მომენტები იქმნებოდა.

შეხვედრის პირველი ნახევრის 34-ე წუთზე ქართველი მცველების მიერ ბურთის გამოტანისას დაშვებული შეცდომის შემდეგ ფრანგებმა საჯარიმოში ჩაჰკიდეს ბურთი, სადაც საზონოვი დაშვებული შეცდომის გამოსწორების მცდელობისას  ფრანგ ფეხბურთელს დასწრებაზე უხეშად ეთამაშა და მეტოქემ საქართველოს კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.

შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველომ სცადა მდგომარეობის გამოსწორება, ტემპს მოუმატა და მეტოქის ნახევარზე უფრო ხშირად გადადიოდა, ფრანგები კი კვლავ პრესინგს მიმართავდნენ. მათ მცველების დაშვებული შეცდომების გამოყენება მეკარე ხარატიშვილის კარგი თამაშის გამო ვერ შეძლეს.



შეხვედრის ბოლოსკენ საქართველომ მეტოქის მოედანზე მჭიდრო თამაშს უმატა და ერთ-ერთ ეპიზოდში, მათ შეძლეს მცველებისთვის ბურთის ართმევა და ვასილიოს გორდეზიანმა ქუსლით აბუაშვილი გაიყვანა კარგ პოზიციაში.  აბუაშვილმა, თავის მხრივ, კარგად ითამაშა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.



84-ე წუთზე საბა საზონოვმა გიორგი აბუაშვილის (მატჩის საუკეთესო მოთამაშე. მან Flasghscores-გან 8,3 შეფასება მიიღო) იდეალური გადაცემის შემდეგ მეტოქის კარში თავური დარტყმით გატანილი გოლით თავისი შეცდომა გამოასწორა და საქართველო დააწინაურა

შეხვედრის 89-ე წუთზე ფრანგებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს შეხვედრის 103(!) წუთზე კი, როდესაც საბა საზონოვს მინდორი ტრავმის გამო დატოვებული ჰქონდა და საქართველო ათი კაცით იყო დარჩენილი, კასტელო ლუკებამ მესამე გოლი გაიტანა 

საქართველო - საფრანგეთი 2:3(0:1)
გოლები: 35' მატის ტელი, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 76' გიორგი აბუაშვილი 1:1, 84' საბა საზონოვი 2:1, 89' იოჰან ლეპენანი 2:2, 103' კასტელო ლუკება 2:3

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:

ლუკა ხარატიშვილი - გიორგი მაისურაძე, საბა საზონოვი, საბა ხვადაგიანი, ირაკლი აზაროვი - გიზო მამაგეიშვილი (55' გიორგი აბუაშვილი), ნოდარ ლომინაძე, ლუკა გაგნიძე (55' ოთარ მამაგეიშვილი) - ლაშა ოდიშარია (66' ვასილიოს გორდეზიანი) - გიორგი კვერნაძე (90+1' ლევან ოსიყმაშვილი) - ირაკლი ეგოიანი (66' გიორგი სიგუა)

ამავე ჯგუფში პორტუგალიის და პოლონეთს შორის შეხვედრა 5:0(4:0) დასრულდა.