ციურიხში დასრულდა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უეფას ზონის ქვეყნების კენჭისყრა.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროზონის E მოხვდა ესპანეთი/ნიდერლანდები, თურქეთთან და ბულგარეთთან ერთად.

მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუების გამარჯვებულები მიიღებენ, დარჩენილი 4 საგზური კი 12 მეორეადგილოსანს და ევროლიგის 4 საუკეთესო გუნდს შორის გათამაშდება. 16 გუნდი ოთხ ჯგუფში გადანაწილდება, სადაც დაწყვილებული გუნდები პლეი-ოფის ნახევარფინალში ფინალის საგზურს გაითამაშებენ ფინალში გასულები კი ჯგუფის ერთადერთ გამარჯვებულს გამოავლენენ.


მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის ივნის-ივლისში აშშ-ის, კანადის და მექსიკის სტადიონებზე 48 ქვეყნის ნაკრებ გუნდებს შორის ჩატარდება.

მასალა განახლებულია.