იტალიის ქალაქ კაორლეში 20 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.

ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ასპარეზობაში 57-63-77-87-130კგ წონითი კატეგორიების ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ.

ხალიჩაზე გასული ხუთი ქართველი მოჭიდავიდან ხვალ მედლისთვის ბრძოლას ოთხი  გააგრძელებს. ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლისთვის იჭიდავებენ ანრი ფუტკარაძე (77კგ) და ლუკა კოჩალიძე (87კგ).

ბრინჯაოს ფინალში იჭიდავებს საბა ფურცელაძე (130კგ)

ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟში იჭიდავებს 57 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავე კობა ქარუმიძე.