20 და 23 წლამდე ახალგაზრდა ძალოსანთა ევროპის პირველობაზე საბა ასანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა
1666271039
ალბანეთის ქალაქ დურესში 20 და 23 წლამდე ასაკის ძალოსანთა ევროპის ჩეპიონატზე დღეს 81 კგ წონითი კატეგორიის 20 წლამდე ძალოსნები ასპარეზობდნენ
81 კგ კატეგორიაში საქართველოს ორი წარგზავნილი ასპარეზობდა - საბა ასანიძე (დაბ. 2003) და ნიკოლოზ ესართია (დაბ. 2005)
პირველ მოძრაობაში საბა ასანიძემ 146 კგ (140კგ, 144კგ, 146 კგ) აიტაცა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ნიკოლოზ ესართიამ 141 კგ-ით (137კგ, 141კგ, 144კგ*) მე-6 ადგილი დაიკავა.
ატაცში საუკეთესო ავსტრიელი ჰამაიაკ „ჰამო" მისაკიანი იყო 147კგ(140კგ, 145კგ, 147 კგ), მესამე ადგილზე კი იტალიელი ლორენცო ტარკინი გავიდა - 145 კგ(141კგ, 145კგ, 148კგ*)
აკვრაში საბა ასანიძემ 182კგ (174კგ*, 175კგ, 182კგ) დასძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. ნიკოლოზ ესართიამ კგ 177კგ(171კგ*, 171კგ, 177კგ) აკრა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
ორჭიდის ჯამში საბა ასანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ნიკოლოზ ესართია მე-5 ადგილზე გავიდა
საბა ასანიძე, საქართველო - 328კგ (146კგ+182კგ)
ლორენცო ტარკინი, იტალია - 323კგ (145კგ+178კგ)
მნაცაკან აბრამიანი, სომხეთი - 323კგ (143კგ+180კგ)
ჰამაიაკ მისაკიანი, ავსტრია - 322კგ (147კგ+175კგ)
ნიკოლოზ ესართია, მსაქართველო - 318კგ (141კგ+177კგ)