ბუდაპეშტში, ძიუდოისტთა მსოფლიო პირველობაზე, დღეს ტატამზე 78 კგ წონითი კატეგორიის ქალები და 100 კგ წონითი კატეგორიის კაცები გამოდიან.

კაცთა 100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ უნგრელი ჟომბორ ვეგი იუკოებით დაამარცხა, შემდეგ კი ესპანელ ნიკოლოზ შერაზადიშვილთან ოქროს დროში დამარცხდა იპონით და ასპარეზობას გამოეთიშა. თავის მხრივ, ნიკოლოზ შერაზადიშვილმა იპონით წააგო შეხვედრა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუს მატვეი კანიკოვსკისთან და ნახევარფინალში ვერ გავიდა.

მატვეი კანიკოვსკისთან ერთად ნახევარფინალში გავიდნენ ასევე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსი არმან ადამიანი, რომელმაც პულის ფინალში ოლიმპიურ ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს სძლია, იაპონელი დოტა არაი და კორეელი სეჰეონ კიმი.

ნახევარფინალურ შეხვედრებში მატვეი კანიკოვსკიმ არმან ადამიანი დაამარცხა, დოტა არაიმ კი სეჰეონ კიმი.

ბრინჯაოს მედლისთვის სეჯეონ კიმი ზელიმ კოცოევთან იჭიდავებს, არმან ადამიანი კი არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის წარმომადგენელ ჯაფარ კოსტოევთან.