დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
დევნილთა სააგენტოს დირექტორი, ზურაბ უტიაშვილი, რუსთავში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ადგილზე 800 დევნილი ოჯახისთვის 4 კორპუსი შენდება. ახალი, გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს 2025 წელს გადაეცემათ.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უპრეცედენტო მასშტაბის მშენებლობები 2023 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 900 მილიონი ლარია, 2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელი ფართით, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. 7000-ზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6000 ოჯახი, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება.