ამის შესახებ თვითგანვითარებაზე საუბრისას ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ "დილა მშვიდობისა საქართველო"-ში განაცხადა. 

"ნებისმიერი ახალი ურთიერთობა, თუნდაც უარყოფით კონტექსტში, შენ გხდის უფრო ჭკვიანს. იმიტომ რომ იქ ხო რაღაც ახალი მოხდა? ახალი შთაბეჭდილება, ახალი გამოცდილება. იცით რა? ჩვენ თუ ვთვლით რომ მეხსიერების დონეზე განვითარდით, მეხსიერების დონეზე განვითარება რას ნიშნავს: სტუდენტი მაგალითად, ყველაფერს სწავლობ. მაგრამ რომ სწავლობს და იცის რომელ გვერდზე რა წერია, ეს არ არის განვითარება, ეს არის "ფლეშკა". სხვადასხვა ცოდნა ინტეგრირდება და ქმნის ინდივიდუალურ ჩემს გამოცდილებას, შენს გამოცდილებას", - განაცხადა ზურა მხეიძემ.