"ზუგიდიდან თბილისისკენ მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი უამინდობის გამო, აგარა-გორის სარკინიგზო გადასარბენზე ტექნიკური მიზეზით გაჩერდა", - ამის შესახებ "საქართველოს რკინიგზის" Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"ძლიერმა ქარმა, უხვმა ნალექმა და ელჭექმა საკონტაქტო ხაზის გაწყვეტა გამოიწვია. შედეგად ვერ მოხერხდა ელექტროენერგიის მიწოდება, რამაც მატარებლის მოძრაობა შეაფერხა. 
თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებლის ყველა მგზავრს კომპენსაციის სახით, ბილეთის საფასურის 50% უკან დაუბრუნდებათ. თანხის მისაღებად, მიმდინარე კვირის განმავლობაში მგზავრებს შეუძლიათ ნებისმიერ სალაროს მიმართონ. 
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო", - ვკითხულობთ რკინიგზის განცხადებაში.