ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში უკრაინის კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი წაიკითხა.

"ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებს და თაყვანისმცემლებს, ამ მწუხარების ჟამს გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო. დიდი ხელოვანის, დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო, ლეგენდა, რომელიც ყველასათვის მისაბაძი მაგალითი იყო.

უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორებთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ ამას.

გლოვის ნიშნად, თავს ვიხრი სულის უნიკალური სილამაზისა და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის ყველა თაყვანისმცემელთან ერთად. ვახტანგ კიკაბიძის ნათელი ხსოვნა უკრაინელების გულებში სამუდამოდ დარჩება, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი",- ნათქვამია ზელენსკის წერილში.