ზაზა ზაუტაშვილი: თუ ჯანდაცვის სამინისტრო ხელს შეგვიწყობს, მზად ვართ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო იმუნოსტიმულატორები გამოვუშვათ

1586595260
“კორონავირუსს ყველა კარი დავუხშოთ" ამ შინაარსის სტატიას აქვეყნებს "აიპრესზე" პირველი სამედიცინო ცენტრის დირექტორი, კლინიკის სამეცნიერო ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ზაზა ზაუტაშვილი.
" პლანეტას მოევლინა მრისხანე, დაუნდობელი უხილავი მტერი - კორონავირუსის სახით. იგი განურჩევლად ქვეყნის, რასის, ეროვნების, სოციალური სტატუსის, პოლიტიკური პოზიციისა და რელიგიური კონფესიის ადამიანებს დაუნდობლად ასნებოვნებს და რიგ შემთხვევებში სპობს მათ სიცოცხლეს.
რა არის კორონავირუსი - რომელმაც გამოიწვია ამჟამინდელი პანდემია, ინფექციური COVID-19, სპეციფიური გამოვლენით SARS-COV-2 2020 წლის ვარიაციის ვირუსთა ოჯახიდან 40 სახეობის რნმ (რიბონუკლეინის მჟავა) შემცველი მიკრობია. მას გააჩნია სქელი ლიპიდური შრე, მის ზედაპირზე კი ეკლისებრი წანაზარდები „მზის გვირგვინს“ გვაგონებს. ასეთი თავისებურების აგებულების გამო - სპეციფიკური მექანიზმებით იგი იჭრება უჯრედული მემბრანის შეღწევით, „ფალსიფიცირებული მოლეკულების“ იმიტაციის გზით, მათზე რეაგირებენ ტრანსმემბრანული რეცეპტორები, იპყრობენ მათ, რის შედეგაც ვირუსის რნმ შედის უჯრედის შემადგენლობაში, რასაც მოყვება შესაბამისი დასნებოვნება.
ატიპიური პნევმონია - გამოწვეული კორონავირუსის მიერ სამეცნიერო წრეებში იწოდება SARS-COV. კორონა ვირუსის, ისევე როგორც სხვა სახეობის მიკრობების ძირითადი მსხვერპლნი არიან შინაგანი მებრძოლი - სარეზერვო ძალების, დათრგუნული ადამიანები: ხანდაზმულები შესაბამისი ასაკობრივი, თანმხლები პათოლოგიებით, ოპიოიდურ ნივთიერებათა მომხმარებლები, არაერთი დაავადების გადატანილი პირები. პანდემიის პირობებში პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ძირითადი და მნიშვნელოვანი ამოცანაა სწორედაც, რომ ორგანიზმის ენდოგენური რეზერვების ანუ იმუნიტეტის გაძლიერება ვირუსული ინფექციების თავიდან აცილების მიზნით.
იმუნოკომპეტენტურ უჯრედებს განეკუთვნება: ანტიგენპრეზენტირებადი უჯრედები (აპუ), T-ლომფოციტები, B- ლიმფოციტები და NK- უჯრედები (ნატურალური- კილერები). ანტიგენპრეზენტირებად უჯრედებს განეკუთვნებიან: მაკროფაგები, დენტრიტული უჯრედები- ელენთის, თიმუსის, ლიმფური კვანძისა და ეპიდერმისის ლანგერგანსის უჯრედები, M- უჯრედები ლიმფური ფოლიკულებისა და ლორწოვან გარსთა; B- ლომფოციტები. აპუ-ს ძირითადი ფუნქციაა: შებოჭოს, გადაამუშაოს და გამოყოს ზედაპირზე ანტიგენი T- ლიმფოციტ ჰელპერთათვის.
T- ლიმპოციტების ფუნქციაა: უზრუნველყოს უჯრედული პასუხი ციტოტოქსიური რეაქციის გზით.
ანთებისა და ჰემოპოეზის იმუნური რეაქციის რეგულირება, ჰუმორალური იმუნური პასუხისას დაეხმაროს B- ლიმფოციტებს ანტიგენის ამოცნობაში, მონაწილეობა ქსოვილთა ფიზიოლოგიური და რეპარაციული რეგენერაციის პროცესებში. თითოეულ T- ლომფოციტს გააჩნია იმუნოგლობულონოიდური- ინტეგრალური მემბრანული გლიკოპროტეინი და რეცეპტორი მკაცრად განსაზღვრული სპეციფიკით იქონიოს ურთიერთქმედება- ანტიგენთან.
B- ლომფოციტები პასუხისმგებელნი არიან ჰუმორალურ იმუნურ რეაქციაზე. მათ მემბრანაზეა მონომერი- IGM რეცეპტორი ანტიგენთათვის, ხოლო ძირითადი ფუნქციაა ანტისხეულთა გამომუშავება.
NK - უჯრედები ფორმირდება თიმუსსა და ძვლის ტვინში ეგრეთწოდებული ღეროვან ლომფოიდურ უჯრედებში. მათი ფუნქციაა მიიღოს მონაწილეობა ბუნებრივი- თანდაყოლილი იმუნიტეტის მექანიზმებში, გაანადგუროს ინფიცირებული და ტრანსფორმირებული უჯრედები, მოახდინოს ინტერფერონის პროდუცირება. ამ უკანასკნელთ სამედიცინო ლიტერატურაში - „უნივერსალურ ჯარისკაცებს“ უწოდებენ, მძლავრი ანტივირუსული თავისებურებების გამო, მათი ჰიპერექსპრესია აღინიშნება ჯანსაღი ადამიანის ორგანიზმში სხვა და სხვა სახეობის ვირუსების შეჭრისას, ხოლო ფარმაცევტული მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ეგზოგენურად ანალოგიურ პროცესებს ინტერფერონთა ინდუქტორებია. სწორედ ასეთ პრეპარატთა აღმოჩენის მიზნით ჩავატარე ფუნდამენტალური- რეტროსპექტიული შესწავლა სადღეისოდ არსებული მსოფლიო ფარმაკოლოგიური მონაცემთა ბაზის და გამოვავლინე ამჟამად უკვე დავიწყებული 2 პრეპარატი (მით უმეტეს უცხოელი მედიკოსების მიერ, მათი ძლიერი ხანდაზმულობისა და საბჭოური წარმომავლობის გამო). ბენდაზოლი (დიბაზოლი) და დიპირიდამოლი (კურანტილი). აღნიშნული ნივთიერებანი სინთეზირებულია ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, აბსოლუტურად სულ სხვა დანიშნულებებისთვის, ხოლო მათმა სიღრმისეულმა მრავალმხრივმა შესწავლამ გამოავლინა მძლავრი ინტერფერონთა ინდუქციის თავისებურებანი. (იხილეთ ჩემი ვრცელი სტატია საიტზე- მკურნალი.ჯი კორონავირუსის რუბრიკაში). ორივე მათგანს მრავლად გააჩნია სხვადასხვა სახის დადებითი მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე, მითუმეტეს ასაკოვან პირებში, პრაქტიკულად არატოქსიურნი არიან და აქვთ მინიმალური გვერდითი ეფექტები.
მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი პლაკველინი, რომელსაც ასე მასშტაბურად ხმარობენ სხვა და სხვა ქვეყნის მედიკოსები, ხასიათდება მძლავრი იმუნოდეპრესიული მოქმედებით, ამიტომაც აჩენს ბევრ საფუძვლიან შეკითხვას, გარდა ამისა აქვთ მთელი რიგი გვერდითი ეფექტები და ფართე გამოყენება ამ უკანასკნელის უნდა დაუპირისპირდეს პოტენციური სარგებლის და ტოქსიური რისკების თანაფარდობას. მალარიის გადამცემი ჭაობის ბინადარი კოღო ანოფელესი ძნელი საძებარია მით უმეტეს ქალაქების პირობებში, ხოლო თვით დაავადება უამისოდ არ ემართება, სისტემური დაავადებებიც იშვიათია. ორთვენახევრის წინ ფრანგი ინფექციონისტის ქ.მარსელში განკურნებული 16 პაციენტის საფუძველზე მიგნებულმა პლაკველინმა (დელაგილი) რატომ ვერ გადაარჩინა დღეის მონაცემებით უკვე 8000 დაღუპული ფრანგი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ატაცებულმა ზემოთხსენებულმა წამალმა, რატომ ვერ გამოიღო შედეგი 10000 დაღუპულზე? ძალიან, ძალიან ბევრი შეკითხვა იბადება.
პროტოზოასგან განსხვავებით ჰელმინთოზი ძალზედ ხშირია მოსახლეობაში მით უმეტეს ბავშვებსა და მოზარდებში, მათი მატარებლობა ზრდასრულებშიც არაიშვიათად დგინდება. აგრეთვე ჩემს მიერ აღმოჩენილია ანტიჰელმინთური პრეპარატი, ასევე ხანდაზმული და დავიწყებული - დეკარისი (ლევამიზოლი). ამ უკანასკნელსაც მრავალმხრივი კვლევით აღმოაჩნდა იმუნომასტიმულირებელი თავისებურებანი, კერძოდ, მაელიმინირებელი მაკროფაგებისა და T- ლომფოციტების ფუნქციონალური აქტივობის მკვეთრი ამაღლება.
GMP ფარმაცევტებთან ერთად შევქმენით ზემოთ აღწერილი ქიმიური პრეპარატების ბაზაზე 3 - ჩვენი გათვლებით მძლავრი, კომბინირებული ანტივირუსული-იმუნოსტიმულატორი, რომელთაც დავამატეთ ლოგიკურად შერჩეული სინერგისტული ორ-ორი აგრეთვე დავიწყებული, ბუნებრივი იმუნომოდულატორი. სამი წამლის, შესაბამისად ცხრა კომპონენტი დღესაც იმყოფება ფარმაცევტულ ბაზარზე და თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე გააჩნია სათანადო რეგისტრაციის დოკუმენტაცია. ხოლო შემუშავებულ კომბინირებულ წამლებს კი ალბათ ესაჭიროება ზემოხსენებული რეგისტრაციის მოწმობები, რისი გაცემაც დაჩქარებული წესით, გათვალისწინებით პანდემიის საყოველთაო კარანტინის და საგანგებო მდგომარეობისა - უბრალო ფორმალობაა. მივმართავ GMP-ის ფარმაცევტებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებას, სასწრაფოდ დაგვრთონ, აღნიშნული პრეპარატების გამოშვების ნებართვა.
კორონავირუსისგან თავდაცვა აუცილებელია და შესაძლებელია გარეგანი ხმარების იმუნოსტიმულატორების საშუალებით. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული მიკრობის შეღწევის ადგილებია პირისა და ცხვირის ღრუები და თვალები. მივმართოთ აგრეთვე თითქმის დავიწყებულ პრეპარატებს სახლიდან გარეთ გასვლის შემთხვევაში პირის ღრუში მოვითავსოთ იმუდონის აბები მათ თვით-დადნობამდე (დაუღეჭავად და გადაუყლაპავად), თვალებში ჩავიწვეთოთ იმუნომოდულატორი- ოფტან იდუ, ხოლო ცხვირში შევისხუროთ ნაზალური სპრეი- IRC- 19. რაოდენ სიმბოლურია IRC-19 COVID- 19-ს წინააღმდეგ. ამას აუცილებლად თან დაურთოთ სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები და აკრძალვები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ იქნება ხელშეწყობა ჯანდაცვის სამინისტროსი, ჩვენ მზად ვართ უსწრაფესად გამოვუშვათ ზემოთ აღწერილი მედიკამენტები, რომლითაც სრულიად შესაძლებელია ათასობით თანამემამულის პრევენციული დაცვა მოცემული- სიკვდილმომტანი ვირუსისგან.
P.S. ევროპაში არსებული კანონმდებლობით, წამლები, რომლებიც ათ წელზე მეტი ხანია არსებობენ, დადებითი რეკომენდაციებით ფარმაცევტულ ბაზარზე არ მოითხოვენ რეგისტრაციის გახანგრძლივებულ პროცედურებს. ჩვენს მიერ შექმნილი კომბინირებული პრეპარატების თითოეული კომპონენტი ნახევარი საუკუნეა არსებობენ ფარმაკოპეაში, ხოლო მათი დავიწყების მიზეზია დაბალი ღირებულება, ხანდაზმულობა იმ პათოლოგიებისათვის რისთვისაც იყვნენ თავის დროზე სინთეზირებულნი და არაკომერციული ინტერესი.