"ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს (WECF) ორგანიზებით მედია კონკურსის "მედია თანასწორობისთვის 2023"-ის ″ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 

კონკურსი მიზნად ისახავდა გენდერული თანასწორობისა და ეთიკური გაშუქების ხელშეწყობას ჟურნალისტებში, ფოტოგრაფებში, ბლოგერებში, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებსა და მომავალ ჟურნალისტებში.

გამარჯვებულები გამოვლიდნენ 5 სხვადასხვა კატეგორიაში.

კატეგორიაში „საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი“ გამარჯვებულია „გურია ნიუსის “ ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე _ პირველი ადგილი (სტატია „ქალებს ემიგრაციაში მძიმე მდგომარეობაში უხდებათ მუშაობა“).

კატეგორიაში „საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი“, გამარჯვებულია ნინო თარხნიშვილი.

პლატფორმა „ჩაიხანა“ _კატეგორიაში „საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი“, ფემეა; კატეგორიაში „საუკეთესო ციფრული პლატფორმა“ _ გიორგი კუბლაშვილი.

კატეგორიაში „საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური ნამუშევარი“, WECF-ისა და წლევანდელი ჟიურის საერთო გადაწყვეტილებით, სპეციალური პრიზი ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა „ნეთგაზეთი/ბათუმელები“.

შემაჯამებელ ღონისძიებას და „მედია თანასწორონბის 2023“-ის დაჯილდოების ცერემონიას ევროკავშირმა, ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ და “ქალების საერთო მომავლისთვის – საქართველომ” (wecf) უმასპინძლეს. ვ