თბილისში, ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში აფეთქების შედეგად, არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, რასაც ხანძარი მოჰყვა. ხანძარმა კიდევ რამდენიმე ბინა დააზიანა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
წყარო: საქართველოს პირველი არხი.