ღონისძიებას ვაკის რაიონში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ქალები, მათ შორის, მრავალშვილიანი დედები და პენსიონერი ქალბატონები დაესწრნენ. კონცერტზე ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავებმა იმღერეს.
ღონისძიების შემდეგ ქალბატონებს თაიგულები და "სითი მოლის" ვაუჩერები გადასცეს.
კონცერტს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან - გიორგი ტყემალაძესა და ნოდარ ტურძელაძესთან ერთად დაესწრო და სტუმრებს დედის დღე მიულოცა.