ასლან აბაშიძესთან იყავით, პატარკაციშვილთან იყავით და ახლა მიშასთან ხართ. მე და თქვენში ვინც არის მორალისგან დაცლილი, მაყურებელმა განსაჯოს - ასე მიმართა ტოქშოუს „თავისუფალი სივრცე“ წამყვანმა ვახო ხუზმიაშვილმა გადაცემაში სტუმრად მყოფ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ადვოკატს ვალერი გელბახიანს.
რაზედაც ვალერი გელბახიანმა უპასუხა, რომ ის მაშინ ქართულ საქმეს აკეთებდა, სააკაშვილი კი შეცდომაში იყო შეყვანილი, როდესაც მას რუსეთის აგენტს უწოდებდა.
„არ ვიცი რას აკეთებდით, რუსეთის აგენტს სააკაშვილი გიწოდებდათ და ახლა ჩემს მორალზე საუბრობთ. განმარტება უნდა გააკეთოს მაშინ რომ შეცდომაში იყო შეყვანილი. კონკრეტულ საქმეებზე, გკითხეთ, რაზე გაღიზიანდით? 7 ნოემბერზე გკითხეთ, გკითხეთ იმ საქმეებზე რომელზედაც მას ედავებიან და თქვენ აქეთ მორალზე მელაპარაკებით“ - განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.