უკრაინაში რუსულ ტყვიას კიდევ 5 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლები ბახმუტში დაიღუპნენ. 

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსულ აგრესიას 30 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც "აიპრესს" საქართველოს საგარეო სამინისტროში განუცხადეს:  უკრაინაში საქართველოს საელჩო ადასტურებს საქართველოს მოქალაქეების (5) გარდაცვალების ფაქტს. განხორციელდება საჭირო პროცედურები"