18 მარტს თბილისის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელსაც UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ჩამოჰყვა. იგი საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვიდა.

ილიას აეროპორტის გამოსასვლელში უამრავი გულშემატკივარი, თუ მედიის წარმომადგენელი დახვდა.

შეგახსენებთ, რომ ილიამ 16 თებერვალს ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელს ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა დაცული.