წელს, ყველაზე მეტი - 49929 არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე  გაკეთდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 39317 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მათგან ყველაზე მეტმა, სწორედ, თსუ-შემოხაზა. ასევე, დარეგისტრირებულებიდან ყველაზე მეტის -12 ათასამდე აბიტურიენტის პირველი არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

თსუ 2023-2024 სასწავლო წელს ბაკალავრიატის საფეხურის 100-მდე სასწავლო პროგრამაზე 6865 პირველკურსელს მიღებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 ფაკულტეტზე, სწავლების სამივე საფეხურზე 240-მდე აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციების მქონე პროგრამები. საქართველოში პირველად, მხოლოდ თსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებმა  მოიპოვა   საერთაშორისო აკრედიტაცია: 2020 წელს ორმა პროგრამამ - კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ABET), 2021 წელს  საქართველოსა და რეგიონში პირველებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა (FIBAA), ხოლო თსუ-შპაიერის ერთობლივმა სამაგისტრო პროგრამამ „საჯარო მმართველობა“ (FIBAA) ხელახლა მიიღო აკრედიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თსუ-ის ამ პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ნებისმიერ ქვეყანაში.