ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე, გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

ლოსაბერიძის თქმით, უგულავა ჯანსაღ პროტესტში შემოკედლებას ცდილობს მაშინ, როდესაც ყველას ახსოვს, რომ სწორედ მისი მერობის დროს, უსასტიკესი მეთოდებით იხოცებოდა ყველაზე დიდი რაოდენობით ძაღლი.

"უგულავა როგორ ბედავს ხმის ამოღებას? და ყველაზე ჯანსაღ პროტესტში შემოკედლებას? მისი მერობის დროს იხოცებოდა ყველაზე დიდი რაოდენობით ძაღლი, თანაც უსასტიკესი მეთოდებით და ეს ყველას კარგად გვახსოვს, ამიტომ მკვლელების გვერდში დგომა არ გვჭირდება! ცხოველების პროტესტი არ არის პოლიტიკური, მით უფრო, ბინძური პოლიტიკოსების, ასე რომ, ყველამ თქვენს დახოცილ ცხოველებს მიხედეთ და არ გაგვახსენოთ!" - წერს ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში.