2018 წელი ცეცხლოვანი, ყვითელი ძაღლის წელია. როგორი წელი იქნება თითოეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის ეს წელი და რა უნდა გაითვალისწინონ ამ საკითხებზე ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს ვესაუბრეთ.
როგორც მიხეილ ცაგარელმა "აიპრესთან" ინტერვიუში აღნიშნა, ყველაზე კარგი წელი მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის იქნება. კარგი წელია თევზებისა და ქალწულისთვისაც. რაც შეეხება სირთულეებს, ყველაზე მეტი სირთულე თხის რქის ზოდიაქოს ელოდება. რთული წელია მერწყულისთვისაც, აგვისტოდან მათ სერიოზული პრობლემები ელოდებათ.
"ყველაზე კარგი იქნება მორიელისთვის, სადაც გამარჯვების მმართველი არის იუპიტერი და მთელი წელი იქნება ამ ზოდიაქოში, ამიტომ ყველაზე წარმატებული მორიელია. მერე მოდის თევზები და ქალწული. ეს ნიშნებიც საკმაოდ კარგად იგრძნობენ თავს. მათ შემდეგ შეიძლება აღვნიშნოთ კურო, მშვილდოსანი, ლომი. მათთვის მეტ-ნაკლებად კარგი წელია, ოღონდ 5 ქულიანი სისტემით შეიძლება ოთხიანზე შევაფასოთ. რაც შეეხება ისეთ ნიშნებს როგორიცაა კირჩხიბი, სასწორი, ვერძი, მათ აქვთ განსხვავებული ტენდენციები. განსაკუთრებით კირჩხიბს ეხება, წარმატება და წარუმატებლობა ენაცვლება ერთმანეთს. განსაკუთრებით რთულია მათთვის იანვარი, შემდეგ აპრილი, ასევე რთული იქნება ივლისი და ოქტომბერი. აქ დანაკარგების და კონფლიქტების არსებობა მაღალია, ამიტომ ეს თვეები უნდა გაიარონ ძალიან ფრთხილად და წინდახედულად. ტყუპებისთვის საშუალო წელიწადია, ხუთქულიანი სისტემით სამიანზე შეიძლება შევაფასოთ.
მერწყულისთვის წლის პირველი ნახევარი კარგია, სადღაც აგვისტომდე, ამიტომ აქ უნდა მოასწროს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება. მეორე ნახევარი რთულია, რადგან მის ზოდიაქოში გადმოვა შავი მთვარე, მაცდუნებელი ძალა. რომელიც უკვე სხვადასხვა სახის პრობლემებს შეუქმნის, მეტად ცდუნებებს. აქ შეიძლება იყოს დაპირისპირებები მეგობრებთან, ღალატს შეიძლება ჰქონდეს ადგილი მეგობრების მხრიდან. თვალებთან შეიძლება შეექმნათ პრობლემები და სხვადასხვა სახის სირთულეები იქნება. განსაკუთრებულად მოიმატებს მათი ლტოლვა თავისუფლებისა და რეფორმებისადმი. არა და კოსმოსი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას ეროვნული ტრადიციებისა და ტრაციებისადმი. ამ დროს მერწყლების გადამეტება რეფორმებისადმი და სიახლებისადმი დისონანსში შევა ამ საერთო კოსმიურ მოთხოვნასთან. ამან შეიძლება ამ ნიშანს შეუქმნას სერიოზული პრობლემები. ამიტომ, მეორე ნახევარი განსაკუთრებულად წინდახედულად უნდა გამოიყენოს.
ყველაზე რთული რასაკვირველია არის თხის რქა, იმიტომ რომ ოთხი ბოროტი პლანეტა ერთად მოიყრის თავს თხის რქის ზოდიაქოში. ამიტომ, ეს არც თუ სასიამოვნო ასატანია. მას ექნება ყველაზე დიდი ცდუნებები, პრობლემები, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ხელმძღვანელ პირებთან და სამსახურთან დაკავშირებით, ამიტომ მეტი მოთმინება, სიფრთხილე, თავდაჭერა, წინდახედულობა სჭირდებათ მთელი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით კი აპრილში. ეს თვე იქნება მათთვის სერიოზული, კოსმიური ძალის გამოწვევების პერიოდი", - უთხრა მიხეილ ცაგარელმა "აიპრესს", რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.