პროექტის „ახალგაზრდობის ხმა“ ფარგლებში აქტიურად ტარდება დებატების ტრენინგები ახალგაზრდებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე, ტრენინგები ჩატარდა  შემდეგი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ჩართულობით: ბათუმი, დედოფლისწარო, გურჯაანი, წალკა, ჩხოროწყუ, თბილისი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ონი, საგარეჯო, ფოთი, გორი, ხაშური, სამტრედია, ჩოხატაური, ხარაგაული.

პროექტის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო პირველ ეტაპზე, რომ საკმაოდ მასშტაბური რამდენიმეეტაპიანი შესარჩევი კონკურსის საფუძველზე მოხდა თითოეული მონაწილის შერჩევა. ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ კი დაიწყო ინტენსიური ხუთდღიანი ტრენინგების ციკლი სამიზნე მუნიციპალიტეტებში. პროექტის მეორე ეტაპზე იგეგმება ტრენინგების ჩატარება კიდევ 4 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ჩართულობით, რის შედეგადაც ჩატარდება დებატების ჩემპიონატი გადამზადებული მონაწილეების ჩართულობით.

პროექტი დაფინანსებულია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ 2025 წლის საგრანტო კონკურსის “ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება” ფარგლებში.

პროექტში ჩართულობა სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს. შესარჩევი კონკურსი კი გრძელდება, რომლისთვისაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შემდეგი აპლიკაციის ფორმის შევსება: https://forms.gle/bMLMVt6Q6Y8wwFrM9

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.