დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება და ვიდეო.
უწყების ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.
ვიდეოში სინისა სიკმანი ამბობს:
"რასაც გელაპარაკებით თქვენ, იგივე ველაპარაკე მოლდაველებს, ეგვიპტელებს, უკრაინელებს და მათ დაგეგმეს რევოლუცია
"პროტესტი თავის მხრივ არ ნიშნავს ბევრს, ეს უნდა იყო რაღაც დიდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვსაზღვროთ რის შემდეგ რა გავაკეთოთ.
ცოცხალი ჯაჭვის, პეტიციის, პროტესტის, პიკეტირების, კონცერტის, თეატრის. ამ შემთხვევაში ხარ თავდამსხმელები და ისინი პასუხობს თქვენს მოქმედებებს. სხვა შემთხვევაში თქვენ ხართ ის, ვინს პასუხობთ მთავრობის მოქმედებებს.
რასაც გელაპარაკებით თქვენ, იგივე ველაპარაკე მოლდაველებს, ეგვიპტელებს, უკრაინელებს და მათ დაგეგმეს რევოლუცია.
ჩვენი სიმბოლო არის მუშტის მოღერება. ყველას შეუძლია რამდენიმე წამით მსგავსი მოქმედების გაკეთება.
შენი მოქმედებით შენ შეგიძლია გარდაქმნა და ასევე გაანადგურო." - საუბრის თარგმანს სუსის ავრცელებს.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: საქართველოში USAID-ის მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეების მიზანი იყო ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადება