კომპანია "თბილისის მიკროავტობუსების განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასა და თბილისის მერიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, “თბილისის მიკროავტობუსში” დასაქმებული პირებისთვის მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის გზების გამონახვის საკითხებზე.
"კომპანია “თბილსის მირკოავტობუსის” სპეციალური განცხადება ?კომპანიის ხელმძღვანელობასა და თბილისის მერიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, “თბილისის მიკროავტობუსში” დასაქმებული პირებისთვის მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის გზების გამონახვის საკითხებზე. ? დედაქალაქის მერიის სრული მხარდაჭერით, რომელიც ცდილობს უმოკლეს დროში გამოინახოს გამოსავალი, რომ მოხდეს მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურება თბილისის მიკროავტობუსის მხრიდან.
?? ყველა თანამშრომელი იქნება ინფორმირებული მოლაპარაკების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე მთავრობის გადაწყვეტილებით სამარშრუტო ტაქსები აიკრძალა.