ახლა შემხვდა ილია მეორის საახალწლო მიმართვა. მართლა დამეწვა გული. ვისაც გულით გიყვართ, ამას რატომ უკეთებთ კაცს? ან მრევლს რატომ ატყუებთ, რომ ეს კაცი მართავს ვინმეს და რამეს?ან თუნდაც იღებს გადაწყვეტილებას თევზით ხსნილობის შესახებ. - ამის შესახებ "მთავარი არხის" ჟურნალისტ თენგო გოგოტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ვერ დადის, ვერ სწევს თავს, ვერ ლაპარაკობს - მანიპულაციის მსხვერპლია ჩვეულებრივი! გიზით ტახტზე და მისი სახელით წყვეტთ ყველანაირ სიმყრალეს ეკლესიისთვის. გაუშვით პენსიაზე, დაასვენეთ და გეყოთ სინდისი, თქვენი სახელითა და ავტორიტეტით მართოთ ეკლესია.თუკი გაქვთ რამე სახელი და სინდისი ზაგორსკისა და ტიხონის უნივერსიტეტის აქეთ, ქრისტეს ფეხის მკვნეტელებო, პედოფილებო, მემრუშეებო და ლექსოს მკვლელებო!" - წერს თენგო გოგოტიშვილი.