„დაგვიდგა ახალი წელი. დღეს ჩვენ გვესმის დავით მეფის, წინასწარმეტყველის სიტყვები, „მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაც ვიდოდე“. ყოველმა ადამიანმა და ყოველმა ერმა უნდა შეარჩიოს თავისი გზა, თავისი მომავალი. – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საახალწლო მილოცვაში აღნიშნა.
"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. ჩვენ გვაწუხებს ურთიერთობა, რომელიც არის რუსეთსა და უკრაინას შორის და არის დიდი პრობლემის წინაშე. იმედი მაქვს, რომ დასძლევს მშვიდობა და მშვიდობა მოიცავს ორივე ქვეყანას.
რაც შეეხება საქართველოს, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანი გზით მოგვარდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობიან მომავალს. დიდება მაღალსა შინა ღმერთსა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამინ“, – განაცხადა პატრიარქმა.