კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტი ძლიერმა სეტყვამ და ქარმა გუშინ საღამოს დააზარალა. 

 თითქმის სრულად განადგურებულია  სასოფლო -სამეურნეო სავარგულები, ვენახები. ძლიერმა ქარმა დაგლიჯა ხეები,  სახურავები გადახადა ათეულობით სახლს,  სახურავების ნაწილი კი სეტყვამ დააზიანა.  სოფლების ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

სტიქიის ზონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დილიდან იმყოფებიან. 
მობილიზებულია  ყველა შესაბამისი სამსახური. ზარალის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მიმდინარეობს სტიქიის შედეგების შესწავლა.