ყველაზე მთავარი პრობლემა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების აღმოჩნდა ის, რომ ყველაზე გავლენიანი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, აღმოჩნდა რუსული სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ. - ამის შესახებ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თეა თუთბერიძე ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში განაცხადა.
"სამწუხაროდ ჩვენ აღმოვჩნდით მდგომარეობაში, როდესაც ყველაზე გავლენიანი მინისტრი ქვეყანაში, რომელიც ფაქტობრივად მართავდა ყველა სამინისტროს, გარდა ერთი უწყებისა - თავდაცვის სამინისტროსი, ძალიან რთულია მტკიცებულებების გარეშე ამ ყველაფერზე საუბარი და მე აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას ამ მიმართულებით და ამ წუთშიც ვმუშაობ, ერთ-ერთი მიმართულება ალბათ ჩემი ეს არის, რომ აღმოჩნდა ან რუსული სპეცსამსახურების მართული, ან როგორც მინიმუმ, რუსულმა სპეცსამსახურებმა გამოიყენა ის, რასაც ის აკეთებდა საქართველოში. არ ვგულისხმობ წარმატებულ პატრულის რეფორმას. დიახ, ვანო მერაბიშვილზე ვსაუბრობ და ჩვენ ახლა რამდენიც არ უნდა მოვიტყუოთ თავი, მე პირველივე დღეებიდან ვსვამდი შეკითხვებს სხვათა შორის, როდესაც ის კადრები, რომელიც გავრცელდა, ვგულისხმობ ციხის კადრებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი კოზირი აღმოჩნდა არჩევნების წინ 2012-ში.
მე ვიყავი ადამიანი, რომელიც შედიოდა დახურული ტიპის დაწესებულებებში, ვიყავი პრეზიდენტის უფლებამოსილი პირი და არ მახსოვს არასოდეს, ჩემი ციხეში შესვლა ვანო მერაბიშვილს გამოპარვოდა. ის ურეკავდა ხოლმე გარკვეულ საერთო მეგობრებს, კვირაში რამდენი დღე და რამდენი საათი შეიძლება იყოს თეა ციხეში. ეს არ იყო მისი საქმე, მაგრამ ხუმრობით, ასე ვთქვათ. რისი თქმა მინდა, მან იცოდა და არა მხოლოდ იცოდა, ის უშუალოდ მონაწილეობდა მესხელის ხელით იმ ვიდეო სტუდიების მოწყობაში და იმ [ციხის] კადრების შექმნაში. ეს არის სერიოზული ბრალდება, მე ვარ ადამიანი, რომელიც შესთავაზებს ვანო მერაბიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუს ჩემი კვლევის ფარგლებში, იმიტომ, რომ ჩვენ თუ საბოლოოდ არ დავადგინეთ, რა მოხდა საქართველოში, ისე ცალსახად რომ ვილაპარაკოთ ახლა, რომ რუსეთის ინტერესები, რა თქმა უნდა რუსეთის ინტერესები საქართველოში კი არა, ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამოიკვეთა და ამაზე საუბრობს მსოფლიო.
რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესები არის ძალიან ბევრ ქვეყანაში, იქნებოდა, იქნება და არის საქართველოში, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა სააკაშვილის ხელისუფლების აღმოჩნდა ის, რომ ყველაზე გავლენიანი მინისტრი აღმოჩნდა რუსული სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, ეს არის საკითხი, რომელზედაც მე აუცილებლად მექნება მცდელობა ვანო მერაბიშვილისგან მივიღო პასუხები და ეს არის საკითხი, რომელზედაც ჩვენ უნდა დავფიქრდეთ სამომავლოდ, ხვალ და ზეგ," - განაცხადა თეა თუთბერიძემ.